„საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო” საჯარო სამსახურში ნეპოტიზმის კრიმინალიზებას ითხოვს

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო”, საჯარო სამსახურებში ნათესავებისა და ახლობლების დანიშვნის კრიმინალიზებას ითხოვს. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის განცხადებით, ახალი კანონპროექტი ნეპოტიზმთან ბრძოლის საუკეთესო გზა იქნება.
“საბოლოო გადაწყვეტილება კომიტეტს არ მიუღია, რა თქმა უნდა, ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ წლებია ქვეყანაში არსებობს ნეპოტიზმის შემთხვევები და ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა იმისთვის, რომ განვითარდეს საჯარო სექტორი, რადგანაც ხშირ შემთხვევაში, როგორც კი ახალი პოლიტიკური ძალა მოდის ხელისუფლებაში, ასევე იცვლებიან საჯარო სექტორის მომსახურეებიც”, – აცხადებს გიგაური.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები