დევნილთა მინისტრის მოადგილემ ეუთოს წარმომადგენლებთან ერთად წეროვანის დევნილთა დასახლება მოინახულა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ გვანცა შენგელიამ, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) დირექტორთან მაიკლ გეორგ ლინკთან ერთად, წეროვანის დევნილთა ჩასახლება მოინახულა. მინისტრის მოადგილემ სტუმარს გააცნო დევნილთა კუთხით არსებული ზოგადი ვითარება და პრობლემები. ასევე ესაუბრა პროგრამებზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა დევნილთათვის, მათ დაბრუნებამდე ღირსეული პირობების შექმნის მიზნით ახორციელებს.