რეგიონებში “რუსთავი 2”-ის მაუწყებლობა გაითიშა
“რუსთავი 2”-ის მაუწყებლობა რეგიონებში გაითიშა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ტელეკომპანია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, “რუსთავი -2” ამ კითხვაზე პასუხის დადგენას თურქულ მხარესთან ცდილობს.
“თურქული სატელიტის სიხშირეზე რომლითაც “რუსთავი 2”-ი მაუწყებლობს ამ დროისთვის ტელეკომპანია GDS-ი მაუწყებლობს. მომხდარის მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.
ის, რომ რეგიონებში “რუსთავი 2”-ის მაუწყებლობა შეწყდა ტელეკომპანიას, რეგიონებიდან მოქალაქეებმა მიაწოდეს.
ამ დროისთვის “რუსთავი 2″-ის მაუწყებლობა შეწყვეტილია- ახმეტაში, თელავში, ყვარელში, ხაშურში, ახალციხეში, ფოთში, ოზურგეთში, სამტრედიაში, წყალტუბოში, ქუთაისსა და ზუგდიდში”, – აცხადებენ ტელეკომპანიაში.