რას ამბობენ შალვა აბულაძეზე ბორჯომელები
– “იმედია, ვიდეო მასალას გამოაგზავნის, რომ იმყოფება სადღაც შორს“ შალვა აბულაძის მეგობრის, ბორჯომის საკრებულოს დეპუტატ დათო როკეტიშვილის ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა საქართველოს ტერიტორია კარგა ხანია დატოვა და ყველა კითხვას პასუხს მოგვიანებით თავად გასცემს. ამის შესახებ როკეტიშვილი ტელეკომპანის “მაესტროსთან” საუბრობს. „დადონ დამადასტურებელი საბუთები. ორი მილიონი თვალია მგონი თბილისში. როგორ, მას უჩინმაჩინის ქუდი ახურავს და ასე დადის ქალაქში რომ ვერ ხედავს ვერც ერთი კამერა თუ როგორ?! მე არ მჯერა ამის, მე ვიცი ეგ ადამიანი წასულია საზღვარგარეთ, გაიგებს ამ ყველაფერს, რასაც აბრალებენ და იმედია, ვიდეო მასალას გამოაგზავნის, რომ იმყოფება სადღაც შორს“, – განაცხადა აბულაძის მეგობარმა. აბულაძის უდანაშაულობაში დარწმუნებულები არიან მისი ნაცნობ-მეგობრები ბორჯომში. მათი თქმით, შალვა აბულაძის მოკლული არ არის პოლიციელი ბექა მარგიშვილი. „მე ვერაფერი დამაჯერებს იმას, რომ ეს შალვამ ჩაიდინა. ეს ყველაფერი აგორდა იმ მიტინგების მერე, რაც ხაზარაძეს შეეჭიდა, ხაზარაძეს რომ ვერ მოერეოდა, ეგ თავიდანვე უნდა სცოდნოდა“, – აცხადებენ ბორჯომში აბულაძის ნაცნობები. შალვა აბულაძე რამდენჯერმეა ნასამართლევი და საპყრობილე 2013 წლის 23 ნოემბერს დატოვა. იგი ამნისტიით გათავისუფლდა. აბულაძე ორი პოლიციის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.