ხვალ უანგარო დონორთა აქცია: “გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე” გაიმართება
7 აპრილს, 10.00 საათზე, მსოფლიო ჯანმრთელობის დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, საკრებულოს წევრები და აპარატის თანამშრომლები უანგარო დონორთა აქციაში – “გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე’’ ჩაერთვებიან და სისხლს ,,სს ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ს/კ ინსტიტუტს’’ ჩააბარებენ, სადაც მკურნალობას ლეიკემიით დაავადებული პაციენტები გადიან.