რიჩარდ ნორლანდი: პოლიციელის გარდაცვალება არის საშინელი ტრაგედია
პოლიციელის გარდაცვალება არის საშინელი ტრაგედია როგორც დაღუპულის ოჯახისთვის, ისე მთელი საქართველოსთვის, სამართალდამცველი სტრუქტურებისთვის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებს განუცხადა.
“რამდენადაც ვიცით, მეორე პოლიციელი არის მძიმედ დაჭრილი და ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება. ვუსურვებ მას სწრაფ გამოჯანმრთელებას. მიმდინარეობს საგამოძიები სამუშაო და სამართალდამცველები ცდილობენ, დააკავონ დამნაშავე. იმისთვის, რომ პოლიციელის დაცვა იყოს უზრუნველყოფილი, გატარდება რიგი ღონისძიებები, მაგრამ ეს ის საკითხია, რომელიც, ალბათ, გამოძიების დასრულების შემდეგ გადაწყდება”, – აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.