დავით უსუფაშვილმა კენიაში მომხდარი ტერაქტის გამო, მთავრობის ლიდერებს სამძიმრის წერილი გაუგზავნა

საქართველოს პარლამენტის თავჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, ნაირობში მომხდარი ტერაქტის გამო კენიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეისა და სენატის თავმჯდომარეებს სამძიმრის წერილი გაუგზავნა.
“ქვენო აღმატებულებავ, საქართველოს პარლამენტისა და ქართველი ხალხის სახელით გისამძიმრებთ იმ უდიდესი ტრაგედიის გამო, რომელიც გარისას უნივერსტიტეტში დატრიალდა და მშვიდობიანი მოქალაქეების, სტუდენტების სიცოცხლე შეიწირა. ტერორიზმი თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა და ეს პრობლემა ყველას გვეხება მიუხედავად კონტინენტისა, ქვეყნისა თუ რელიგიური აღმსარებლობისა. ამ დიდი მწუხარების ჟამს, მსურს თანაგრძნობა გამოგიცხადოთ პირადად თქვენ, კენიის რესპუბლიკის პარლამენტს და გარდაცვლილთა ოჯახებს”,-ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები