“ბოდიშს ვიხდი, რომ დროული რეაგირება ვერ შევძელი” – დაჭრილი პოლიციელი გომელაურს მიმართავს
დაჭრილი პოლიციელის ვალერიან გრძელიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა, თუმცა, ექიმების განცხადებით, დღეს ის შედარებით კონტაქტურია და ოჯახის წევრებს წერილობით ესაუბრება. გრძელიშვილის ახლობლების ინფორმაციით, დაჭრილმა პოლიციელმა წერილი საავადმყოფოში მისულ შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურსაც დაუწერა. ის წუხს და ბოდიშს იხდის, რომ თავდამსხმელის წინააღმდეგ დროული რეაგირება ვერ შეძლო.
მათივე ინფორმაციით, მან თავისი მეწყვილე, ბექა მარგიშვილი მოიკითხა, რომლის დაღუპვის შესახებაც მას ჯერ არ გაუგია.
“უკვე გონებაზეა, ლაპარაკი შეუძლია, მაგრამ კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება. გაუმჯობესება არის, თუ რამე გართულებას არ მივიღებთ, ავადმყოფი, წესით, კარგად უნდა იყოს. ამას შემდგომი დრო გვაჩვენებს”, – განაცხადა გრძელიშვილის მკურნალმა ექიმმა.