ამერიკაში სააკაშვილის ბიძის სახელით მოქმედი ქართველი თაღლითი დააკავეს

ამერიკაში, ფლორიდის შტატის ქალაქ ჯასტიკსში, სამართალდამცველებმა ფულის გათეთრების ბრალდებით თაღლითური ჯგუფი დააკავა.
დაკავებულთა შორის ერთ-ერთი, საქართველოს მოქალაქე, 38 წლის გიორგი წ.-ია, რომელიც სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას სახელით თაღლითობდა. როგორც უცხოური პრესა იუწყება, გიორგი წ. ჯასტიკის TD ბანკში ანგარიშის გახსნას თემურ ალასანიას სახელით ცდილობდა. მან სამართალდამცველებს ყალბი პასპორტი წარუდგინა.
გამოძიებით უკვე დადგენილია, რომ გიორგი წ.-მ იმავე ბანკში ანგარიში ლატვიის მოქალაქის ფრიდრიხ გალბის სახელზე, ყალბი პასპორტითაც გახსნა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ჯგუფის მიერ თაღლითურად მითვისებული და „გათეთრებული“ თანხა 2 მილიონი დოლარია. წყარო: “ნიუპრესი”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები