გიორგი მარგველაშვილმა დაჭრილი სამხედროები დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დაჭრილი სამხედროები დააჯილდოვა. სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და დიდი ბრიტანეთის ელჩები დაესწრნენ.
“დღეს აღვნიშნავთ მნიშვნელოვან დღეს, განსკუთრებული სიყვარულით და მადლიერებით მინდა აღვნიშნო პარასპორტსმენების მიღწევები. ჩემთვის დიდი პატივია საქართველოს სახელმწიფოს სახელით კიდევ ერთხელ გითხრათ მადლობა და დაგაჯილდოვოთ სახელმწიფო ჯილდოებით. თქვენ ემსახურებით სამშობლოს და ამაში ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი, თქვენი ჯანმრთელობა გაიღეთ. თქვენი სამსახური ამით არ შემოიფარგლა და თქვენ შეძელით გამბედაობის, სიცოცხლისუნარიანობის მაგალითი მიგეცათ საზოგადოებისთვის”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

11129493_1565498343701737_680177355_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები