საკრებულოს მიწის ლეგალიზაციის კომისიის სხდომაზე დღეს 110 საკითხი განიხილეს

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მიწის ლეგალიზაციის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 110 საკითხი განიხილეს. სხდომას, ტრადიციისამებრ, დეპუტატების გარდა, ის მოქალაქეებიც ესწრებოდნენ, რომელთა განცხადებებიც კომისიამ უშუალოდ მათი თანდასწრებით განიხილა. ასევე -თბილისის მერიის საჯარო რეესტრის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები. თბილისის წარმომადგენლობით ორგანოში მიწის ლეგალიზაციის კომისიის სხდომა, რომელსაც ბექა ნაცვლიშვილი თავმჯდომარეობს, ყოველ ორშაბათს იმართება, სადაც მოქალაქეთა განცხადებები განიხილება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები