თბილისში, გაჩერებაზე მდგომ მამას და შვილებს ავტომანქანა დაეჯახა – “ბიჭს ფეხი ჰქონდა მომძვრალი”

თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გაჩერებაზე მდგომ ოჯახის წევრებს ავტომობილი დაეჯახა.
არსებული ინფორმაციით, მანქანა მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, ადგილზე კი გაჩერების კონსტრუქცია განადგურებულია.
მძიმე დაზიანებები მამამ და შვილებმა მიიღეს. ამ წუთებში მათ გადაუდებელი ოპერაცია უტარდებათ.
„მამა და შვილები გაჩერებაზე იდგნენ, რა დროსაც ავტომობილი დაეჯახათ, ბიჭს ფეხი ჰქონდა მომძვრალი, გოგო გათიშული იყო, სისხლისგან იცლებოდა“, – აცხადებენ თვითმხილველები.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები