ქობულეთში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ცოლ-ქმარი გარდაიცვალა
ქობულეთში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ცოლ-ქმარი გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა ვერულაძის ქუჩაზე მოხდა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის სულხან ევგენიძის ინფორმაციით, გარდაცვლილები მეზობლებმა იპოვეს, ისინი სახლში მარტო ცხოვრობდნენ.
70 წლამდე ცოლ-ქმარი ქობულეთის პროზექტურაში გადაასვენეს.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
წყარო: “პირWელი”