კახეთში მომხდარი ჩხუბის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა
ლაგოდეხის რაიონის სოფელ ლელიანში მომხდარი ჩხუბის შედეგად, 28 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, თანასოფლელების სიტყვიერი დაპირისპირება, ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული.
ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა.
მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 117-ე მუხლით აღიძრა, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს, რამაც სიკვდილი გამოიწვია.