მაშველებმა მდინარე რიონიდან 9 წლის გოგონები გამოიყვანეს
მაშველებმა მდინარე რიონიდან 9 წლის გოგონები -მარიამ კოპალიანი და ლიზი ლომთაძე უვნებელი გამოიყვანეს, – ამის შესახებ „კვირას“ საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მოზარდები მდინარეში სურათების გადასაღებად შევიდნენ. არსებული ინფორმაციით, ქუთაისში, მდინარე რიონში ორი გოგონა ქვებზე იდგა და ადიდებული მდინარის გამო გამოსვლას ვეღარ ახერხებდა. მაშველებს 30 წუთი დასჭირდათ, რომ ბავშვები სამშვიდობოზე გამოეყვანათ.