ომანის რესპუბლიკის საკონსულომ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი ქვეყნების სტატუსით მოიხსენია

ომანის რესპუბლიკის საკონსულოს ოფიციალურ ვებგვერდზე, სადაც ის საკუთარ მოქალაქეებს საზღვარგარეთ გასამგზავრებელ ვიზებს სთავაზობს, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი რესბუბლიკების მქონე სტატუსით არის წარმოდგენილი. ამასთან, წარმოდგენილი ქვეყნების სიაში აფხაზეთი პირველია. აღსანიშნავია ისიც, რომ ოფიციალური ინფორმაციით, ომანი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს. რაც შეეხება დიპლომატიურ ურთიერთობას საქართველოსა და ომანს შორის, ის 2007 წელს დამყარდა. ომანის საელჩოში კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები