როგორი ამინდია მოსალოდნელი – უახლოესი დღეების პროგნოზი
7–9 იანვარს თბილისში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით 7 და 8 იანვარს +5,+7, ხოლო 9 იანვარს +12 გრადუსი დაფიქსირდება.
ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 7– 9 იანვარს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 7– 9 იანვარს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 7–9 იანვარს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 7– 9 იანვარს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 7–9 იანვარს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით 7 და 8 იანვარს +6,+8, ხოლო 9 იანვარს +10,+12 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 7 – 9 იანვარს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით 7 და 8 იანვარს +7,+9, ხოლო 9 იანვარს +11+13 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 7 – 9 იანვარს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით 7 და 8 იანვარს +5,+7, ხოლო 9 იანვარს +9+11 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ჰაერის ტემპერატურა დღისით 7 და 8 იანვარს +3,+5, ხოლო 9 იანვარს +6+8 გრადუსი დაფიქსირდება.