Ambassadori Goderdzi Hotel: სასტუმრო 100%-ითაა დატვირთული და უცხოელი სტუმრები ძირითადად გერმანიიდან, იტალიიდან და ესპანეთიდან არიან

“დღეისათვის სასტუმრო Ambassadori Goderdzi 100%-ითაა დატვირთული და მთელი ზამთრის ტურისტული სეზონის განმავლობაში ანალოგიური მოლოდინი გვაქვს”, – ამის შესახებ  Ambassadori Goderdzi Hotel-ის მენეჯერი, ირაკლი იაკობაშვილი აცხადებს.

სასტუმროს მენეჯერი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს არსებულ წინასწარ ჯავშნებზე გავლენა არ მოუხდენია და ევროპელი დამსვენებლები კურორტს აქტიურად აკითხავენ.

„ჩვენთან დამსვენებლების შემოსვლა აქტიურად დაიწყო დეკემბრის შუა რიცხვებიდან და აქტიურად მიმდინარეობს. სტუმრები გაქვს როგორც საქართველოს რეგიონებიდან ასევე სხვადასხვა ქვეყნებიდან იტალიიდან, გერმანიიდან, შვეიცარიიდან და ასე შემდეგ.

ჩვენი სტუმრების დაახლოებით 30% არიან უცხოელები, რომლებშიც გერმანიიდან, იტალიიდან და ესპანეთიდან ჩამოსული სტუმრები ლიდერობენ.

როგორც იცით, კურორტ „გოდერძიზე“ მოდის უხვად ფაფუკი თოვლი, რაც არის საუკეთესო თოვლის ხარისხი გაუკვალავში სრიალის მოყვარულებისთვის. შესაბამისად ეს უცხოელ დამსვენებლებს იზიდავს და 7-10 დღით ჩამოდიან“, – აცხადებს ირაკლი იაკობაშვილი.

Ambassadori Goderdzi Hotel-ის მენეჯერის თქმით, კურორტზე მოხვედრა ბათუმიდან საკმაოდ მარტივია, რადგანაც გზა სისტემატურად იწმინდება, ხოლო თბილისიდან კურორტამდე დამსვენებლების ტრანსპორტირებაზე ე.წ. თოვლმავალი ზრუნავს. სასტუმროში, კურორტ „გოდერძიზე“ დასვენების მსურველებისგან კი ჯავშნები აქტიურად შედის.

„სამწუხაროდ, პროცენტულობას ვერ გეტყვით, მაგრამ ჯავშნები არის როგორც იანვრის ბოლომდე, ისე თებერვალზეც და შესაბამისად დიდი დატვირთულობის მოლოდინიც არის.

თოვლის ხარისხი იდეალურია. ახლაც თოვს. ზოგადად, კურორტ „გოდერძიზე“ თოვლის პრობლემა არასოდეს არ ყოფილა და ცხადია წელსაც არ იქნება გამონაკლისი.

ბათუმიდან კურორტამდე ამოსასვლელი გზა მოწესრიგებულია, ყოველდღიურ რეჟიმში იწმინდება და დამსვენებლებს შეუძლიათ მაღალი გამავლობის ავტომობილებით ამოვიდნენ, ხოლო რაც შეეხება თბილისის მხრიდან – დამსვენებლების გადმოყვანა ხდება ე.წ. თოვლმავალით“, – ამბობს Ambassadori Goderdzi Hotel-ის მენეჯერი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები