ალიევი: აზერბაიჯანის მოქალაქეების დაღუპვაზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს ეკისრებათ

“აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს ეკისრებათ”, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.

ალიევი სამართლიანობის აღდგენასა და დამნაშავეების დასჯას ითხოვს.

“დარწმუნებით შემიძლია, ვთქვა, რომ ამ კატასტროფაში აზერბაიჯანის მოქალაქეების დაღუპვაზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს ეკისრებათ. ჩვენ ვითხოვთ სამართლიანობას, ვითხოვთ დამნაშავეთა დასჯას, ვითხოვთ სრულ გამჭვირვალობას და ადამიანურ ქცევას“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ამასთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განმარტა, რომ შავი ყუთების გაშიფვრა გრძელდება და შესაძლოა, წინასწარი შედეგები უახლოეს მომავალში გახდეს ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები