საქართველოში აშშ-ის საელჩო ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
“ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო უდიდესი მწუხარებით უსამძიმრებს ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების ოჯახს, ახლობლებსა და ქართველ ხალხს”, – წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძარს ხუთი ბავშვი ემსხვერპლა.