გიორგი გამსახურდია: გადავხედოთ 91-92 წლის მოვლენებს, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ, ასევე გადავხედოთ ყველა მავნებლურ ხელშეკრულებას, რომლებიც შევარდნაძის და სააკაშვილის მთავრობამ დადო – ამის მორალური უფლება მხოლოდ “ქართულ ოცნებას” აქვს

“მე მგონი, არ იქნება ურიგო, 91-92 წლის მოვლენებს გადავხედოთ, მაშინდელი მსოფლიოს და რუსეთის იმპერიული ძალების შეთქმულებას გადავხედოთ ზვიადის წინააღმდეგ, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ და დავიწყოთ ახალი ფურცლიდან”, – ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს.

“მე მგონი, არ იქნება ურიგო, 91-92 წლის მოვლენებს გადავხედოთ, მაშინდელი მსოფლიოს და რუსეთის იმპერიული ძალების შეთქმულებას გადავხედოთ ზვიადის წინააღმდეგ, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ და დავიწყოთ ახალი ფურცლიდან, თანამედროვე მსოფლიოსთან და ჩვენ პარტნიორებთან ურთიერთობა, ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით. ასევე გადავხედოთ ყველა იმ მავნებლურ ხელშეკრულებებს, რომლებიც შევარდნაძის და მისი ხელდასმულის, სააკაშვილის მთავრობამ დადო. მგონი არ არის ცუდი აზრი. ამის მორალური უფლება, მხოლოდ პროქართულ პოლიტიკურ ძალას, “ქართულ ოცნებას” აქვს. ვიფიქროთ ამაზე და გავხსნათ მსჯელობა ქვეყანაში”, – წერს გიორგი გამსახურდია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები