„ეს ტრაგედიაც, რომელიც ახლა საბერიოში დატრიალდა, ცდილობენ, რომ როგორმე გადააბრალონ ხელისუფლებას” – მაჭარაშვილი

“ცდილობენ, რომ ტრაგედიები გამოიყენონ თავიანთი პოლიტიკური ქულების ჩასაწერად”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა.

„ეს ტრაგედიაც, რომელიც ახლა საბერიოში დატრიალდა, ცდილობენ, რომ როგორმე გადააბრალონ ხელისუფლებას. რა კავშირი შეიძლება, იყოს, ეს ძნელად წარმოსადგენია, მაგრამ მაინც ცდილობენ ეს ძალიან მძიმე ტრაგედია გამოიყენონ და გადააბრალონ ხელისუფლებას“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

სოფელ საბერიოში ხანძარს გუშინ ხუთი ბავშვი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები