სლოვენიის მთავრობა რუსეთსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებულ შეთანხმებას გმობს
რუსეთსა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს შორის სამოკავშირეო ე.წ. ხელშეკრულების გაფორმების ფაქტს სლოვენიის რესპუბლიკა ეხმაურება. ქვეყნის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გაფორმებული შეთანხმება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.
„რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებულ შეთანხმებას გმობს სლოვენიის მთავრობა. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ე.წ. ხელისუფლების გაფორმება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს.
„სლოვენია კიდევ ერთხელ ადასტურებს საკუთარ პატივისცემას და გამოხატავს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“,- აღნიშნულია სლოვენიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.