დავით ქართველიშვილი: ევროპა ხანდახან კარგ მაგალითებსაც იძლევა ქვეყნის ექსპრეზიდენტებისთვის ახალი ბრალდებების წაყენების სახით, თუნდაც დანაშაულის ჩადენიდან მრავალი წელი იყოს გასული
„ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი Politico-ს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც საფრანგეთის ექსპრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, ლიბიის ყოფილი ლიდერის, მუამარ კადაფისგან მიღებული ფულის გამო სასამართლოს წინაშე წარდგება, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც დავით ქართველიშვილი წერს, ევროპა ხანდახან კარგ მაგალითებსაც იძლევა ქვეყნის ექსპრეზიდენტებისთვის ახალი ბრალდებების წაყენების სახით, თუნდაც დანაშაულის ჩადენიდან მრავალი წელი იყოს გასული.
„ყველაფრის მიუხედავად, ევროპა ხანდახან კარგ მაგალითებსაც იძლევა. მაგალითად, ქვეყნის ექსპრეზიდენტებისთვის პოსტფაქტუმ ახალი ბრალდებების წაყენების სახით, თუნდაც დანაშაულის ჩადენიდან მრავალი წელი იყოს გასული. ასე მაგალითად, ნიკოლა სარკოზის ახალი სასამართლო პროცესი ემუქრება 2025 წლის იანვარში ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის რეჟიმის მიერ 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიის სავარაუდო დაფინანსების გამო.
მას ბრალად ედება „პასიურ კორუფციაში”, „კრიმინალურ შეთქმულებაში”, „კამპანიის უკანონო დაფინანსებასა” და ლიბიიდან „საზოგადოებრივი სახსრების მითვისებაში”. თუ სასამართლო ამ ბრალდებებში სარკოზის დამნაშავედ ცნობს, მას შეიძლება დაეკისროს მნიშვნელოვანი პატიმრობა, 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ასევე, დიდი ჯარიმები და ისეთი დამატებითი სანქცია, როგორიცაა საჯარო თანამდებობის დაკავების აკრძალვა. ზუსტ ჯარიმებს სასამართლო დაადგენს დადასტურებული დანაშაულის სიმძიმისა და საქმის გარემოებების მიხედვით”, – წერს დავით ქართველიშვილი.