თიბილოვი – სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში შესვლას არ აპირებს

„რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის შესვლის იდეა ჩვენს საზოგადოებაში არსებობს, მაგრამ ამ ეტაპზე ის არ განიხილება“. ამის შესახებ ოკუპირებული თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა „იტარ-ტასთან“ საუბარში განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე რესპუბლიკის წინაშე ორი უმთავრესი ამოცანა დგას – სამხრეთ ოსეთის ინფრასტრუქტურის აღდგენა და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. „საფრთხეებს შორის თიბილოვი, პირველ რიგში, საქართველოს ასახელებს და საქართველო-სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრის დაცვაში რუსეთის დახმარების მნიშვნელობაზე საუბრობს. „საქართველომ ნატოში და დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზა აირჩია. ეს მისი სუვერევული უფლებაა. ჩვენ კი რუსეთში ინტეგრაცია გადავწყვიტეთ. ამ ნაბიჯის გადადგმა საქართველოს მხრიდან 2008 წელს განხორციელებულმა აგრესიამ გვაიძულა“, – განაცხადა თიბილოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები