რუსეთის და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის საზღვრის გადაკვეთის წესები გამკაცრდა (ფოტოკოლაჟი)

საზღვრის გადაკვეთის გამკაცრების გადაწყვეტილება ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. უშიშროების კომიტეტმა მიიღო. უწყების ინფორმაციით, ამ ზომამ რესპუბლიკაში არალეგალური შრომითი მიგრანტების შემოდინებას ხელი უნდა შეუშალოს.
„რუსეთის და იმ ქვეყნების მოქალაქეები, რომლებმაც სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარეს, რესპუბლიკაში ვიზიტის შესახებ სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 3 დღით ადრე უნდა აცნობონ, მიუთითონ რესპუბლიკაში ჩასვლის მიზანი და ვადები“, – განუცხადა სააგენტო „რესს“ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის სასაზღვარო სამსახურის უფროსმა რობერტ გაზაევმა.
შეგახსენებთ, რომ 18 მარტს მოსკოვში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ე.წ. სამეკავშირეო შეთანხმებას ხელი მოაწერეს. დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, საზღვარზე გადასვლის პროცედურები უნდა გამარტივებულიყო.

10264800_10203599189811946_381901892_n

10867235_10203599189451937_194271424_n

11040326_10203599189411936_1217437070_n

11063164_10203599189611941_1206011467_n

11072553_10203599189531939_1790494759_n

11072688_10203599189491938_484906720_n

11074802_10203599189731944_371244192_n

11076931_10203599189571940_1430614391_n

11079751_10203599189851947_2077866812_n

11079781_10203599189891948_2108708728_n

11079829_10203599189371935_547818615_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები