მოსკოვსა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს შორის დღეს ე.წ. „სამეკავშირეო ხელშეკრულების“ გაფორმება იგეგმება
მოსკოვსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის დღეს „სამეკავშირეო ხელშეკრულების“ გაფორმება იგეგმება. დოკუმენტზე ხელმოწერას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ლიდერი ლეონიდ თიბილოვი გეგმავენ. ანალოგიური შეთანხმება კრემლმა ოკუპირებულ აფხაზეთთან უკვე გააფორმა. თბილისში ამ ფაქტს „ცინიზმს“ უწოდებენ. საქართველოს ხელისუფლება აპროტესტებს იმ ფაქტსაც, რომ ხელშეკრულების გაფორმება ჟენევაში სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების საკითხებზე დისკუსიას დაემთხვა, რომლის 31-ე რაუნდი ასევე დღეს იმართება.