ნიკო ლეკიშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს
თბილისის ყოფილი მერი და სამი მოწვევის პარლამენტის წევრი, ნიკო ლეკიშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.
ლეკიშვილი 77 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
დაკრძალვამდე, სამოქალაქო პანაშვიდი ქაშვეთის ეკლესიაში გაიმართა.