ქუთაისში ახალგაზრდა მამაკაცი მატარებლის შეჯახების შედეგად გარდაიცვალა
ქუთაისის მახლობლად, ბროწეულას რკინიგზის სადგურთან რამდენიმე წუთის წინ მატარებელი მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
ჯერ-ჯერობით უცნობია, რა ვითარებაში მოხდა უბედური შემთხვევა და როგორ აღმოჩნდა მამაკაცი სარკინიგზო ლიანდაგთან.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.