“თავისუფალი დემოკრატები” პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გიორგი ბადაშვილის დაბარებას ითხოვენ
“თავისუფალი დემოკრატები” პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავარი პროკურორის, გიორგი ბადაშვილის დაბარებას ითხოვენ. შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ პროკურატურაში ახლახან შექმნილ დეპარტამენტთან დაკავშირებით ბევრი საკითხია დასაზუსტებელი.
“როგორც ცნობილია, სამართლიანობის აღდგენის მექანიზმად ხელისუფლებამ საზოგადოებას შესთავაზა ახალი დეპარტამენტი, რომელიც ცოტა ხნის წინ შეიქმნა და რომელმაც უნდა დაამუშაოს საჩივრები, მაგრამ გამართულ პრეზენტაციაზე გაჟღერებული ინფორმაცია ამომწურავიადა არ ჩანს, თუ როგორ აპირებს ეს დეპარტამენტი მუშაობას. ჩვენ, პარლამენტს პროკურატურის საქმიანობაზე საპარლამენტო კონტროლის უფლებამოსილება გვაქვს. თუ ეს ახალი მექანიზმი ეფექტურად ვერ იმუშავებს და საზოგადოებას არ გაუჩნდება მის მიმართ ნდობა, პასუხისმგებლობა პარლამენტს დაეკისრება”, – განაცხადა შავგულიძემ.