პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის დაჩქარებით განხილვას მხარი არ დაუჭირეს

“ნაციონალური მოძრაობა” საყდრისის საბადოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის დაჩქარებული წესით განხილვას მოითხოვს. აღნიშნულ საკითხს ბიუროს სხდომაზე კენჭი ეყარა, თუმცა საკითხის დაჩქარებული წესით განხილვას ბიუროს წევრთა უმეტესობამ მხარი არ დაუჭირა. როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა აღნიშნა, მიუხედავად საკითხის დიდი მნიშვნელობისა, მიზანშეწონილი არ იქნება, “ერთი პოლიტიკური ძალის მიზნის” რეალიზაციისთვის საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ რეგლამენტში ცვლილება შევიდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები