მინდია ჯანელიძე: ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მეზობელ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს
ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ჩვენს მეზობელ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის, სამხედრო პროცესებს, -აღნიშნული განცხადება საქართველოს თავდაცვის მინსიტრმა მინდია ჯანელიძემ ჩრდილოეთ ფლოტსა და დასავლეთის სამხედრო ოლქის ნაწილში რუსეთის მიერ სამხედრო მზადყოფნის შესახებ საკითხის კომენტირებისას გააკეთა.
“ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ჩვენს მეზობელ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის, სამხედრო პროცესებს. შესაბამისად, ვაკეთებთ დასკვნებს და, თუ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას რაიმე დაემუქრება, შესაბამის ღონისძიებებს განვახორციელებთ”, – განაცხადა მინდია ჯანელიძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის ჩრდილოეთ ფლოტსა და დასავლეთის სამხედრო ოლქის ნაწილში სრული სამხედრო მზადყოფნის ბრძანება გასცა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგას განცხადებით, მობილიზაციაში 38 000 ჯარისკაცი, 3 360 სამხედრო ტექნიკა, 41 საზღვაო ხომალდი მონაწილეობს. ასევე 15 წყალქვეშა ნავი და 110 სამხედრო თვითმფრინავი.