საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებას ხორვატიის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა

ხორვატიის ხელისუფლებამ საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების პროცედურა დაასრულა. ხორვატიის პრეზიდენტმა კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩმა ხელი მოაწერა დოკუმენტს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე. შეთანხმების რატიფიცირება ხორვატიის პარლამენტმა 2014 წლის 12 დეკემბერს მოახდინა, თუმცა საპრეზიდენტო არჩევნების გამო პრეზიდენტის მიერ დოკუმენტზე ხელმოწერის პროცედურა გაჭიანურდა. პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ აღნიშნული შეთანხმება ძალაში შევიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები