პრეზიდენტი პარლამენტს ყოველწლიურ ანგარიშს 20 მარტს წარუდგენს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყოველწლიურ ანგარიშს პარლამენტს 20 მარტს წარუდგენს. ამის შესახებ განცხადება საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრეზიდეტის მრჩეველმა, თენგიზ ფხალაძემ გააკეთა.
” იქიდანმგამომდინარე, რომ პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, მისი გამოსვლა, ბუნებრივია, უნდა ეხმიანებოდეს იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებზეც საზოგადოებას ყურადღება აქვს გამახვილებული. ვეცადეთ, დღევანდელ შეხვედარზე მაქსიმალურად ფართოდ ყოფილიყო წარმოდგენილი იმ ორგანიზაციების სპექტრი, რომლებიც მუშაობენ საგარეო პოლიტიკის პრობლემატიკაზე და, რომელთა კვლევაშიც აღინიშნება აზრთა სხვადასხვაობა. ნამდვილად მნიშვნელოვანია პრეზიდენტისთვის, ვიცოდეთ ყველა ის განწყობა, რომელიც საზოგადოებაშია”, – განაცხადა ფხალაძემ.
ფხალაძის ექსპერტებთან დღევანდელი შეხვედრის მიზანია საქართველოს პრეზიდენტის ყოველწიური საპარლამენტო გამოსვლისთვის მომზადება, მოხსენების ძირითადი მიმართულებების გაცნობა და შეხედულებების, შენიშვნებისა და რეკომენდაციების გაზიარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები