ქართული დელეგაცია ვიქტორ დოლიძის ხელმძღვანელობით ერევანს ეწვია

ქართული დელეგაცია ვიქტორ დოლიძის ხელმძღვანელობით ერევანს ეწვია. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეის „ევრონესტის“ მეოთხე პლენარულ სხდომას დაესწრებიან. რამდენადაც ცნობილია, პლენარული სხდომა 17 მარტს გაიხსნება. მანამდე კი, 16 მარტს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტების შეხვედრაა დაგეგმილი, სადაც გაიმართება პრეზენტაცია თემაზე – “აღმოსავლეთ პარტნიორობის ინტეგრაციის ინდექსი”.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დელეგაციის წევრები სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა “წიწერნაკაბერდის” მემორიალს გვირგვინით შეამკობენ და სომეხთა გენოციდის მუზეუმს მოინახულებენ. საქართველოდან საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან: გიორგი ჟვანია, ანი მიროტაძე, ეკა ბესელია, გია ჟორჟოლიანი,დავით დარჩიაშვილი, გიგლა აგულაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი და გიგა ბუკია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები