პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ხვალ პერსონალურ საკითხზე იმსჯელებს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ხვალ პერსონალურ საკითხზე იმსჯელებს. გავრცელებული ინფორმაციით, კომიტეტის წევრები ხვალინდელ სხდომაზე პარლამენტის გამოკლებული წევრის, დავით საყვარელიძის ადგილმონაცვლის, ეკა ხერხეულიძის სადეპუტატო უფლებამოსილებაზე იმსჯელებენ.
ამასთან, განხილული იყო “ნაციონალური მოძრაობის” კიდევ ერთი წარმომადგენლის გოგი ოჩიაურისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხიც. ოჩიაურმა უფლებამოსილების შეწყვეტა ჯანმრთელობის მდგომარეობის მოტივაციით მოითხოვა. არსებული ცნობით, გოგი ოჩიაურს პარლამენტში სავარაუდოდ ლევან თარხნიშვილი შეცვლის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები