გიორგი კვირიკაშვილი რიგგარეშე სხდომის გამართვის საჭიროებას ვერ ხედავს

ეკონომიკის მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი თვლის, რომ ხვალ დაგეგმილი რიგგარეშე სხდომის გამართვის საჭიროება არ არსებობს.
ეკონომიკის მინისტრი მზად არის რიგგარეშე სხდომაში მიიღოს მონაწილეობა, თუ პარლამენტი შეიკრიბება.
“მთავრობამ ნათლად წარმოადგინა თავისი ხედვა, სიტუაციის ფლობა და ამის შემდეგ კიდევ პოლიტიკური პოლიტიკური ვნებათაღელვის გაღვივება ამ საკითხთან დაკავშირებით მე პირადად, არ მიმაჩნია მიზანშეწონილად. პარლამენტი თუ შეიკრიბება, ჩვენ ამ ინსტიტუტებს პატივს ვცემთ და რა თმა უნდა,  მივალთ პარლამენტში, მაგრამ ჩვენი თვალსაზრისით, ამის საჭიროება დღეს აღარ არსებობს”, – აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები