ანჯაფარიძე – The Economist Intelligence Unit-ის მონაცემებზე: როცა ეს ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საჯარო მოხელეებს შორის კორუფციის სიმცირით საქართველო მსოფლიოში 22-ე ადგილზეა, რატომ უნდა დაიჯეროს ვინმემ რადიკალური ოპოზიციის ბოდვები, რომ ქვეყანაში კორუფცია ყვავის?

“The Economist Intelligence Unit არის ძალიან ავტორიტეტული გამოცემა და გავლენიანი ანალიტიკური ცენტრი მთელი მსოფლიოსთვის. ვინც არ იცის, შეუძლია გადაამოწმოს”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

ანჯაფარიძე ორგანიზაციის მონაცემებს აფასებს, რის მიხედვითაც საჯარო მოხელეებს შორის კორუფციის სიმცირით საქართველო მსოფლიოში 22-ე ადგილზეა.

“როდესაც ასეთი გავლენიანი ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საჯარო მოხელეებს შორის კორუფციის სიმცირით საქართველო მსოფლიოში 22-ე ადგილზეა, რატომ უნდა დაიჯეროს ვინმემ აქ თუ ქვეყნის გარეთ ,,ენჯეოების’’ და რადიკალური ოპოზიციის ბოდვები, რომ თითქოს ქვეყანაში კორუფცია ყვავის? თავადაც იციან, რომ ტყუიან, მაგრამ რა ქნან, გადახდილია!”, – წერს ანჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები