„მთავრობა გადასახადების გაზრდასთან დაკავშირებით სავალუტო ფონდის რეკომენდაციის გაზიარებას არ აპირებს“

მთავრობა გადასახადების გაზრდასთან დაკავშირებით სავალუტო ფონდის შემოთავაზებული რეკომენდაციის გაზიარებას და გადასახადების გაზრდას არ აპირებს, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
გადასახადების გაზრდა სავალუტო კრიზისიდან გამოსვლის ერთ-ერთი საშუალებაა. თუმცა ხელისუფლება ამის განხორციელებას არ გეგმავს.ჩვენ ვფიქრობთ, რომ გადასახადები არ უნდა გაიზარდოს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები