დავით საგანელიძე: კითხვები ყველას გვაქვს და ამ კითხვებზე მთავრობამ უნდა გასცეს პასუხი

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი დავით საგანელიძე პარლამენტში ორი კომიტეტის სხდომაზე გამართულ დებატებს ეხმაურება. დეპუტატს მიაჩნია, რომ ლარის გაუფასურებაზე გავლენა შიდა ფაქტორებმაც მოახდინა.
„როდესაც ქვეყანაში არსებობს, მართლაც, გარკვეული კრიზისი და მოსახლეობის ღელვა, ასეთი მაღალი ჩართულობა აუცილებელია და პროცესები გამჭვირვალეა. ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის იმის გარანტი, რომ ქვეყანაში ისეთი პროცესები არ მოხდეს, რაც შესაძლებელია იყოს ძალიან ცუდი და სახიფათო რამ. ბუნებრივია, კითხვები ყველას გვაქვს და ამ კითხვებზე პასუხი უნდა გასცეს მთავრობამ. არავინ უარყოფს იმას, რომ შიგნითაც გარკვეული ხარვეზები არ იყო დაშვებული, შიდა ფაქტორებმა ლარის დევალვაციაზე გავლენა მოახდინა “, – აღნიშნა დავით საგანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები