დიმიტრი ხუნდაძე პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ პრემიების მიღებაზე მორატორიუმის გამოცხადების ინიციატივით გამოდის

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ პრემიების მიღებაზე მორატორიუმის გამოცხადების ინიციატივით გამოდის. შესაბამისი წინადადება ხუნდაძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გაახმაურა.
დეპუტატმა ფინანსთა მინისტრს მიმართა, საზოგადობას მიეწოდოს ინფორმაცია, რამდენი იყო “ნაციონალური მოძრაობის” მთავრობის წარმომადგენლების ხელფასები და პრემიები და რამდენჯერ ნაკლებია დღევანდელი ხელისუფლების ხელფასები და პრემიები.
“ეს თემა ყოველდღიურად ტრიალებს, ამაზე საუბარი აღარ სრულდება და ნამდვილად მსურს, ერთხელ და სამუდამოდ ამ თემაზე საუბარი დასრულდეს. მინდა, ბატონ ნოდარს მივმართო, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რამდენი იყო “ნაციონალური მოძრაობის” მთავრობის წარმომადგენლების ხელფასები და პრემიები და რამდენჯერ ნაკლებია დღევანდელი ხელისუფლების ხელფასები და პრემიები. აქვე მინდა შეთავაზება გავაკეთო, არსებული კრიზისის გათვალისწინებით და დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, იქნებ მორატორიუმი გამოვაცხადოთ პოლიტიკური თანამდებობის პირებზე, რომ პრემიებზე უარი ვთქვათ”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები