პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებული სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებული სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. კითხვების დასმის რეჟიმში გადასვლამ მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ურთიერთშელაპარაკება გამოიწვია. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები კითხვის დასმასთან ერთად მთავრობასთან დაკავშირებით კრიტიკასაც გამოხატავენ.
ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ბარამიძემ ნოდარ ხადურსა და გიორგი კვირიკაშვილს მიმართა კითხვით, “მთავრობის კოლაბორაციონისტური პოლიტიკა ხომ არ ემსახურება საქართველოს რუსეთისათვის ჩაბარების მიზანს”.
ამასთან დაკავშირებით, უმრავლესობის წარმომადგენელმა ნოდარ ებანოიძემ გიორგი ბარამიძეს მის მიერ საქართველოს დსთ-ში შესვლასთან დაკავშირებით ხმის მიცემა გაახსენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები