„ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკა 2016 წელსაც გაგრძელდება

საქართველოს მთავრობა „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკას 2016 წელსაც გააგრძელებს. როგორც ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა პარლამენტში მიმდინარე ორი კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, მთავრობამ სახელმწიფო ხარჯების შემცირების მოთხოვნით მიმართა ყველა იმ სტრუქტურას, რომელიც არ შედის აღმასრულებელი ხელისუფლების დაქვემდებარებაში.
“ფინანსთა სამინისტროს რეკომენდაციით, ბიუჯეტის დეფიციტური ზღვრული მაჩვენებლის შენარჩუნებისთვის აუცილებელია სახელმწიფო ხარჯების შემცირება. მთავრობის მხრიდან საბიუჯეტო ორგანიზაციებს აღნიშნულთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროსთვის საჭირო ინფორმაციის წარდგენა დაევალათ არაუგვიანეს 16 მარტისა. ამასთან, მთავრობამ ანალოგიური შეზღუდვების დაწესების თხოვნით მიმართა ყველა იმ სტრუქტურას, რომელიც არ შედის აღმასრულებელი ხელისუფლების დაქვემდებარებაში, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, პარლამენტს, სასამართლო ხელისუფლებას. ანალოგიური პარამეტრები გამოყენებული იქნება 2016 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობისას”, – განაცხადა ხადურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები