თბილისის მერიის ადმინისტრაციას პაატა ჯაჭვლიანი უხელმძღვანელებს

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე პაატა ჯაჭვლიანი წარადგინა. ჯაჭვლიანი 2014 წლიდან თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მუშაობდა. მანამდე კი ის საბაჟო და საგადასახადო სისტემაში იყო დასაქმებული.
თბილისის მერის განცხადებით, ჯაჭვლიანი ომის ვეტერანია და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდა. საგანგებო პრესკონფერენციაზე ნარმანიამ იმედი გამოთქვა, რომ ჯაჭვლიანი იმედებს გაამართლებს და გააუმჯობესებს მერიის მუშაობას. თბილისის მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა მოადგილე მარიამ შელეგიასთან ერთად რევაზ ჩახავამ რამდენიმე დღის წინ დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები