დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობაში საკადრო ცვლილებები განახორციელა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობაში საკადრო ცვლილებები განახორციელა. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მერმა რამდენიმე თანამდებობაზე კანდიდატები წარადგინა. თბილისის ვიცე-მერად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის უკვე ყოფილი პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი, ხოლო მერის მოადგილედ ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე დაინიშნენ. მათ ამ თანამდებობაზე ალექსანდრე მარგიშვილი და ალუდა გოგლიჩიძე შეცვლეს.
მერის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილი მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრს უხელმძღვანელებს, ალუდა გოგლიჩიძე კი ახალგაზრდულ ცენტრს ჩაიბარებს.
ნარმანიამ თბილისის მერიის ადმინისტრაციიის ხელმძღვანელად პაატა ჯაჭვლიანის კანდიდატურა წარადგინა, ხოლო ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის პოსტს გიორგი გურგენიძე ჩაიბარებს. გარდა ამისა, ახალი გამგებელი ეყოლება ვაკის რაიონს. გამგებლის პოსტზე ლაშა აბაშიძე დაინიშნება.