გიორგი მარგველაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში უივალ ფუქსს შეხვდა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხედრისას მხარეებმა საქართველოსა და ისრაელს შორის ურთიერთობა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებას, ასევე გლობალური და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებს, კერძოდ, ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. გიორგი მარგველაშვილს უივალ ფუქსმა ისრაელის პრეზიდენტის რეუვენ რივლინის ოფიციალური მოწვევა გადასცა. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, იგი აუცილებლად ეწვევა ისრაელს, როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები