კანცელარიასთან ქალბატონმა თავის დაწვა სცადა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან “ცენტრპოინტის” დაზარალებულთა აქცია მიმდინარეობს. აქციაზე მისულმა ერთ-ერთმა ქალბატონმა ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. მას თავის დაწვის საშუალება აქციის სხვა მონაწილეებმა არ მისცეს. აქციის მონაწილეები მათი კუთვნილი ბინების დროულად ჩაბარებას ითხოვენ. ისინი ”ცენტრპოინტის” ხელმძღვანელობას ადანაშაულებენ.