ექსკლუზივი: დუშელებმა „კვირას“ სატანისტური სექტის შესახებ უამბეს- რა რიტუალები სრულდება დუშეთის სასაფლაოზე და როგორ დაიღუპა 15 წლის მოზარდი (ვიდეო)

დუშეთში თვითმკვლელობის შედეგად გარდაცვლილი 15 წლის გოგონა დღეს სოფელ ანანურში, მშობლიური სოფლის სასაფლაოზე დაკრძალეს. დაკრძალვის მიუხედავად, დუშეთში მითქმა-მოთქმა ამ დრომდე არ წყდება. გოგონას თანაქალაქელები კამერებთან ღიად საუბარს ერიდებიან, თუმცა კადრს მიღმა „კვირასთან“ საუბრისას გარდაცვლილი გოგონას ე.წ. სატანისტურ სექტასთან კავშირს არ უარყოფენ. 11028110_936396733071838_1787670538_o

ადგილობრივი მოსახლეობა გოგონასა და ერთი თვის წინ გარდაცვლილი 18 წლის ბიჭის გარდაცვალებას შორის კავშირზეც საუბრობს. მოსახლეობის ნაწილი „კვირასთან“ საუბრისას გოგონას გარდაცვალებას სწორედ ახალგაზრდა ბიჭის სიკვდილს უკავშირებს, რომელიც დაუზუსტებელი ინფორმაციით, გოგონას შეყვარებული იყო. გარდაცვლილ ახალგაზრდა მამაკაცს სექტის წევრადაც იხსენიებენ, მეორე ნაწილი კი მამაკაცის სექტასთან კავშირს გამორიცხავს. ახალგაზრდა მამაკაცი მოულოდნელად იანვარში გარდაიცვალა, მისი გარდაცვალებიდან 2 დღეში კი 15 წლის გოგონამ კალციუმის ციანიდი დალია.

გოგონას სიცოცხლის გადასარჩენად ექიმები ერთ თვეზე მეტი დროის განმავლობაში იბრძოდნენ, თუმცა ის კომიდან ვეღარ გამოიყვანეს. მოსახლეები ეჭვობენ იმასაც, რომ ბიჭიც კალციუმის ციანიდით გარდაიცვალა. ადგილობრივების ინფორმაციით, კალიუმის ციანიდი თბილისიდან სამარშრუტო ტაქსით გაუგზავნეს, რომელიც მძღოლს ასევე უცნაური გარეგნობისა და ჩაცმულობის ქალმა გაატანა.11031096_936398409738337_2145254028_o

15 წლის გოგონას მეზობლები, მას, როგორც წყნარსა და უკონფლიქტოს, ისე ახასიათებენ. თუმცა მათი ნაწილი მის გარეგნულ მხარეზე აკეთებს აქცენტს. დუშელები გოგონას უცნაურ ჩაცმულობაზე საუბრობენ. როგორც მათ „კვირას“ განუცხადეს, გოგონა უმეტესად მხოლოდ შავი ფერის ტანსაცმლით იმოსებოდა, თმებს ხან მწვანედ, ხან ვარდისფრად და ხანაც შავად იღებავდა. გულზე კი უცნაური აქსესუარები, მათ შორის კუბოს გულსაკიდი ეკიდა.

მოსახლეობის განცხადებით, გოგონას დედა ამ ყველაფერს მისი თინეიჯერული ასაკით ხსნიდა და დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდა. რაც შეეხება ოჯახს, გოგონას ახლობლები ოჯახში რაიმე კონფლიქტს გამორიცხავენ. გოგონას სახლში დედა და ბებია ჰყავდა, მამა და ძმა კი საფრანგეთში ცხოვრობენ. როგორც მეზობლები ამბობენ, ოჯახი ეკონომიკურად ძლიერი იყო და გოგონას არაფერს აკლებდნენ. ერთადერთ მიზეზად, რის გამოც შეიძლებოდა მას კალიუმის ციანიდი მიეღო, მის სატანისტურ სექტასთან კავშირს განიხილავენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ სექტა სატანისტურ რიტუალებს ღამით დუშეთის სასაფლაოზე ასრულებს. რიტუალების დროს ისინი უმეტესად შავ კატებს წამებით კლავენ.11025041_936396729738505_1876608317_o

„კვირამ“ გოგონას ფეისბუქის გვერდსაც მიაკვლია. სოციალურ ქსელში გოგონას სულ რაღაც 39 მეგობარი ჰყავს. გოგონაც და მისი მეგობრებიც უცნაური სტილით გამოირჩევიან. გოგონას პროფილზე მრავლად არის შავი კატების, რეპტილიების, მწერების, ნისლიანი ტყეების, დაყირავებული ჯვრის, ჩონჩხის და რომელიმე ცხოველის ნიღბიანი ფოტოები. გოგონას პროფილზე ფოტოების უმეტესობა შავ-თეთრია. მისი მეგობრებიდან კი თვალში მოგხვდებათ – გოგონები გრძელი შავი ფრჩხილებითა და თვალებდახატული მამაკაცები.

მიუხედავად იმისა, რომ დუშელები სექტის არსებობაზე არ დავობენ, აცხადებენ, რომ არცერთ მათ წევრს აგრესია იქ მცხოვრებლების მიმართ არასდროს გამოუხატავს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ქალაქში უცნაური გარეგნობით და ჩაცმის სტილით გამორჩეული ახალგაზრდები ნამდვილად დადიან.

უცნაური ახალგაზრდების ქალაქში არსებობა შეუმჩნეველი არც სკოლას დარჩენია. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ სექტის არსებობის შესახებ ინფორმაცია სკოლამდეც მივიდა. სკოლის ადმინისტრაციამ მშობლები შეკრიბა და საკუთარ შვილებზე დაკვირვება და მეტი ყურადღების მიქცევა სთხოვა.

“კვირა” დუშეთის იმ სასაფლაოსაც ეწვია სადაც ადგილობრივების თქმით რიტუალები ტარდება და გოგონას საცხოვრებელი სახლის გადაღებაც შეძლო.

გარდაცვლილი გოგონას ფეისბუქის გვერდის ფოტოკოლაჟი

1794760_547868771979132_859120060_n

1016264_530295727069770_1174630879_n

1620792_534980723267937_184092257_n

11041774_936374466407398_4770746165584696427_n

11043143_936374479740730_2640576847550942122_n

11044533_936374483074063_5974206650270249355_n

11046179_936374513074060_2162609381472142240_n

11046179_936374566407388_8853058578838916128_n

10410877_936374476407397_437122602383736188_n

10982892_936374486407396_6613796387401968638_n

10984570_936374489740729_8904980787145566095_n

10995654_936374493074062_1232686928219148305_n

11009717_936374569740721_7383157500670833885_n

11010514_936374473074064_7747903088709155376_n

11016324_936375859740592_1269566833_n

11035467_936374469740731_6843452316680661709_n

11035467_936374833074028_7578340717301553941_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები