დავით სუჯაშვილი: იუნკერთა ბრძოლა არის ერთ-ერთი გმირული ეპიზოდი საქართველოს ისტორიაში

იუნკერთა ბრძოლა არის ერთ-ერთი გმირული ეპიზოდი საქართველოს ისტორიაში – ასე ეხმაურება სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი დავით სუჯაშვილი 1921 წლის მოვლენებს.

“1921 წლის 25 თებერვალს ქართველმა იუნკერებმა სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის გაწირეს თავი და მათი დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაეცა. იუნკერთა ბრძოლა არის ერთ-ერთი გმირული ეპიზოდი საქართველოს ისტორიაში. მათი თავდადება თითოეული ქართველისთვის სამაგალითოა. მიუხედავად მარცხისა, ეს ბრძოლა იყო საქართველოს დამოუკიდებლობის საწყისი, ვინაიდან მასში გამოიკვეთა ქართველი მეომრის სულისკვეთება და ერის სწრაფვა დამოუკიდებლობისაკენ. იუნკერთა ღვაწლს ყოველთვის გაიხსენებს საქართველო, ქედს ვიხრი მათი მამაცობისა და ერთგულების წინაშე“,-აღნიშნავს დავით სუჯაშვილი.

1921 წლის 17 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ ომის გამოუცხადებლად საქართველოს ანექსია მოახდინა. ქართველი იუნკერები თბილისის მისადგომებთან, ტაბახმელა-კოჯორში განლაგდნენ. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები