ბახტრიონის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა
ბახტრიონის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შუა ხნის ქალბატონმა მსუბუქი დაზიანება მიიღო.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, დაშავებული გადაყვანილია სავადმყოფოში და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მძღოლი შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით აღიძრა.